2006 წლის ერთ მზიან დღეს ციცინათელას პარკი შეიქმნა, თქვენი და თქვენი პატარებისთვის ჯადოსნური თავგადასავლების მოსაწყობად.


ციცინათელას ზღაპრის მთავარი ატრაქციონი შენც ციცინათელას ზღაპრის მთავარ გმირად გაქცევს. ნელ-ნელა, მაღლა ასვლით ჩვენს ჯადოსნურ სამყაროს ხელის გულზე ხედავ, თითქოს პატარა ჩიტუნა ხარ, რომელმაც ახლახანს საოცნებო ქალაქს გადაუფრინა.


შენი ცხენი უკვე შეკაზმული გელოდება საოცრებათა სამყაროში გასაჭენებლად. აქ შეიძლება პატარა კვიცები გაიცნო, ან იუნიქორნსაც კი მოკრა თვალი.


მზად ხარ ადრენალინის მძლავრი დოზისთვის? ცაში სხვადასხვა მიმართულებით ფრენისთვის? კარგად დაფიქრდი, რადგან ბუსტერი მხოლოდ ყველაზე გამბედავებისთვისაა!


გიგანტური მბრუნავი საქანელა ყველა მიმართულებით ბრუნავს და ყოველ ბრუნვაზე უფრო მაღლა და სწრაფად აყავხარ. იგრძენი პულსის მატება, როცა მბრუნავი რკალი გარშემო გატრიალებს!


თუ ნიუტონის კანონის გამოცდა საკუთარ თავზე გსურს, მაშინ დიდი ვარდნა გელოდება! განიცადე თავისუფალი ვარდნის ექსტრემალური შეგრძნება, რომელიც არასოდეს დაგავიწყდება.


შემოუერთდი ყველაზე ხალისიან ატრაქციონს, უამრავი მრუდითა და მოსახვევით. ციცინათელას მხიარული მატლი თავს ნამდვილ პეპელად გაგრძნობინებს.


მზად ხარ დროში სამოგზაუროდ? გაემგზავრე უძველესი თავგადასავლების სამყაროში და პირისპირ შეხვდი დინოზავრებს, რომლებიც ოდესღაც დედამიწას მართავდნენ.


შეაბიჯე სულების სამყაროში, სადაც უცნაური ხმები და მოციმციმე შუქები გაგიკვალავენ გზას. ბნელი დერეფნები და საშიში სიურპრიზები ელოდება მას, ვინც მზად არის ამოუცნობის პირისპირ წარსდგეს. როგორ ფიქრობ ხარ საკმარისად გამბედავი?


ყველანი ბორტზე! სასწრაფოდ ჩახტი მატარებელში, რომელიც მაგიურ მიწებზე გამოგზაურებს, სადაც შეიძლება ჯუჯები გაიცნო და მათი სახლები მოინახულო.


აღმოჩნდი თამაშის შუაგულში! უზარმაზარი ბეისბოლის ხელთათმანის გარემოცვაში თავს ნამდვილ მოთამაშედ იგრძნობ!


მოემზადე ექსტრემალური თავგადასავლისთვის პატარა ბორბალთან ერთად, რომელიც ცაში ტრიალით აგიყვანს და ციმციმა ხედებით დაგატკბობს.


დროა ჩიტივით იფრინო! თუ გინდა ყვლეგან მფრინავ ჩიტუნიას დაემსგავსო, მაშინ მიენდე მფრინავ კარუსელს, რომ ახალი თავგადასავლებისკენ გაფრინოს.


მზად ხარ ყვეეეეეელაზე გრანდიოზული დაშვებისთვის ყვეეეეეეეელაზე სწრაფ მდინარეზე? მაშინ შეეჯიბრე მეგობრებს ნაოსნობაში და აქციე ეს ყველაფერი საუკეთესო ზაფხულის თავგადასავლად.


თუ გაბედული და ცნობისმოყვარე ხარ, მაშინ ლაბირინთში გეპატიჟებით. როგორ გგონია შეძლებ იპოვო უკან გამოსასვლელი გზა?


დაბლა, კურდღლის სოროში! აირჩიე ცისარტყელა და აუყევი გზას ღრუბლებისკენ, იმისთვის რომ სწრაფად დაეშვა საოცრებებით სავსე სოროსკენ. ჩვენი სასრიალო პირველივე ჯერზე შეგიყვარდება და კვლავ მოინდომებ დაბრუნებას!


მოემზადე უსასრულო ბრუნვისთვის, რომელიც გრავიტაციას დაგაკარგვინებს და უწყვეტ წრეზე ინტენსიურად გაბრუნებს.


მოემზადე ცისარტყელასთან ერთად ადრენალინით და საოცრებებით სავსე მოგზაურობაში გასამგზავრებლად და გადმოხედე ციცინათელას პარკს ცისარტყელის ყველაზე მაღლა მდებარე ფერიდან.


მოემზადე სულ მაღლა, კოშკისკენ საფრენად, უკან დასაბრუნებლად კი პრინცესას დაწნული თმა გამოიყენე.


მოციმციმე ქალაქის - ფერადი, მხიარული სამყარო ჩვენი ყველაზე პატარა ცნობისმოყვარეებისთვისაა შექმნილი! რბილი სათამაშო ზონები და უამრავი სახალისო აქტივობა ელოდება აქ პატარა თავგადასავლების მოყვარულებს.


მზად ხარ გახდე ცეკვის ვარსკვლავი? ეს ატრაქციონი მოცეკვავეთა დასის წევრად გაქცევს და შენთვის აქამდე უცნობი ილეთებით აგამოძრავებს.


იხტუნე მაღლა და მაღლა ცის მიმართულებით. ჩვენს ბატუტზე ისეთი შეგრძნება დაგეუფლება თითქოს ეს ეს არის გადაუფრინე ღრუბლებს და ცისარტყელას ყველაზე მაღალ წერტილზე მოკალათდი.


თუ ღრუბლებზე დაკვირვება გიყვარს ცაში სუპერ ტელეკომბატი აგწევს და იქნებ ცისარტყელას პოვნაშიც დაგეხმაროს.


გინახავს ოდესმე მფრინავი სპილო? თუ არა, მაშინ ეს შენი შესაძლებლობაა მოხვდე ჯადოსნურ სამყაროში, სადაც ყველა სპილო დაფრინავს, თან ერთმანეთს სიმაღლეზე ფრენაში ეჯიბრება.


აირჩიე მანქანა, რომლითაც თავგადასავალში გასეირნება გინდა. ამ თავგადასავალში ბევრი სიცილი და მხიარულება გელოდება.


ჩვენი ჯადოსნური ნავები წყლის ნაცვლად ცაში დაცურავენ და თევზების ნაცვლად ვარსკვლავების ამბებს ყვებიან.


დაძარი ძრავი და შეუერთდი რბოლას! შეეჯიბრე ოჯახს, ან მეგობრებს უსაფრთხო, მაგრამ ადრენალინით სავსე რბოლის ტრასაზე.


მზად ხარ წყალქვეშა თავგადასავლისთვის? მაშინ გაემგზავრე 80 000 კილომეტრი წყალქვეშ და ზღვის ჯადოსნური საიდუმლოებები ამოხსენი.


ბოულინგის ოთახს ნებისმიერ ამინდში შეგიძლია ეწვიო. გააყოლე თვალი ბოულინგის ბილიკებს და დაუმიზნე პირდაპირ სტრაიკს. შეეჯიბრე მეგობრებს ან ოჯახის წევრებს, ვინ უფრო მეტ კეგლს წააქცევს პირველ ჯერზე.


შეეგებე ცას, იტრიალე და იგრძენი გულისცემის გახშირება. იფრინე უფრო და უფრო მაღლა დაუვიწყარი შეგრძნებებისთვის.


თუ ერთხელ მაინც გიფიქრია მფრინავი ყოფილიყავი, მაშინ აუცილებლად სცადე ჩვენი ჯადოსნური თვითმფრინავი და თავად მართე შენი მაგიური საფრენი აპარატი.


თუ ოდესმე გიოცნებია გეფრინა ჯადოსნური ხალიჩით, მაშინ ჩვენს ჯინებს მიენდე, რომლებიც მზად არიან შენი ოცნება აასრულონ და სრულიად ახალ სამყაროში გამოგზაურონ.


თუ ძალიან დაგცხა, მაშინ საუკეთესო გამოსავალია მდინარის ტალღებთან ერთად გაგრილდე. გაუყევი მის მშვიდ დინებას მეგობრების, ან ოჯახის წევრების გარემოცვაში.


Ready for some friendly collisions? Grab the wheel, buckle up, and bump your way through this fun-filled car ride - laughter guaranteed.


მინი ბამპერიანი მანქანები
როგორც კი მანქანაში ფეხს ჩადგამ, მაშინვე უშიშარ მძღოლად იქცევი და ჯადოსნური ზღაპრის სამყაროსკენ გაუყვები გზას.