SG
social-space-logo
სოციალური სივრცე
social-space-ingro-bg-image
ᲩᲕᲔᲜᲘ ᲘᲡᲢᲝᲠᲘᲐ

ღრმად ჩაისუნთქეთ და გამოგვყევით ჯადოსნურ მოგზაურობაში, რომელიც არასოდეს სრულდება

image
გადმოცემის თანახმად, იმ ადგილას, სადაც ახლა სოციალური სივრცეა ოდესღაც ზღვის სანაპირო იყო, სადაც ხმელთაშუა ზღვისპირეთიდან ჩამოსული მოგზაურები იკრიბებოდნენ და ზღვის ტალღებში მოსმენილ ლეგენდებს ჰყვებოდნენ. ასე გროვდებოდა ცოდნა, რომელიც წლების მანძილზე ადამიანებს შორის ზიარდებოდა და თაობიდან თაობებს გადაეცემოდა. ამ ტრადიციის შესანარჩუნებლად და გასაგრძელებლად შეიქმნა სოციალური სივრცე
image
სოციალური სივრცის მთავარი მისიაა ადამიანები ერთი მიზნის გარშემო გააერთიანოს, რაც ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარებით გარემოსა და ერთმანეთზე ზრუნვას გულისხმობს. ჩვენ დაარსების დღიდან ვცდილობთ ჩვენს ირგვლივ გავაერთიანოთ ადამიანები, ვისთვისაც თვითგანვითარება და ახალი გამოცდილებების მიღება მნიშვნელოვანია. ამისთვის სხვადასხვა ტიპის სივრცეები გავაერთიანეთ: ტყის ბიბლიოთეკა, კონცეპტუალური მაღაზია, ოთხფეხა მეგობრების სივრცე, საერთო სამუშაო სივრცე.
image
სოციალური სივრცისთვის გარემოზე ზრუნვა უმთავრესია პრიორიტეტია, მისი დიზაინის შთაგონების მთავარი წყაროც ბუნებრივი ფორმები და მათი სილამაზეა. თუმცა ჩვენი მიზანი არ ყოფილა მხოლოდ ლამაზი სივრცის შექმნა, ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო ამ დეტალებს ზიანი არ მიეყენებინა ბუნებისთვის. სწორედ ამიტომ, ექსტერიერი, თუ ინტერიერის ყველა დეტალი, რასაც ჩვენს გარემოში ნახავთ გადამუშავებული, ან ბუნებრივი მასალისგან არის დამზადებული.

შეხვედრის ადგილი მათთვის, ვინც მუდმივად ეძებს ახალ აღმოჩენებს

ზაფხულის მოგზაურობა

განტვირთვისთვის დასვენებისთვის განახლებისთვის

Pale Blue Dot

სოციალური სივრცის კოლაბორაციული ალბომის შექმნა იმის გააზრებამ შთაგვაგონა, თუ რა პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი წერტილები ვართ ამ სამყაროში. ᲛᲙᲠᲗᲐᲚᲘ ᲚᲣᲠᲯᲘ ᲬᲔᲠᲢᲘᲚᲘ - ᲖᲣᲡᲢᲐᲓ ᲐᲡᲔ ᲐᲦᲘᲥᲛᲔᲑᲐ ᲩᲕᲔᲜᲘ ᲞᲚᲐᲜᲔᲢᲐ, ᲗᲣᲙᲘ ᲛᲐᲡ ᲨᲝᲠᲘᲓᲐᲜ ᲨᲔᲕᲮᲔᲓᲐᲕᲗ, ᲛᲐᲒᲠᲐᲛ ᲗᲣ ᲐᲛ ᲬᲔᲠᲢᲘᲚᲡ ᲙᲐᲠᲒᲐᲓ ᲓᲐᲕᲐᲙᲕᲘᲠᲓᲔᲑᲘᲗ, ᲛᲘᲕᲮᲕᲓᲔᲑᲘᲗ, ᲠᲝᲛ ᲔᲡ ᲩᲕᲔᲜᲘ ᲔᲠᲗᲐᲓᲔᲠᲗᲘ ᲡᲐᲮᲚᲘᲐ. ᲩᲕᲔᲜ ᲒᲕᲯᲔᲠᲐ, ᲠᲝᲛ ᲔᲡ ᲛᲙᲠᲗᲐᲚᲘ ᲚᲣᲠᲯᲘ ᲬᲔᲠᲢᲘᲚᲘ ᲡᲐᲙᲛᲐᲠᲘᲡᲘ ᲛᲘᲖᲔᲖᲘᲐ ᲡᲐᲘᲛᲘᲡᲝᲓ, ᲠᲝᲛ ᲐᲛ ᲡᲐᲛᲧᲐᲠᲝᲨᲘ ᲩᲕᲔᲜᲘ ᲛᲝᲒᲖᲐᲣᲠᲝᲑᲐ ᲣᲤᲠᲝ ᲡᲐᲡᲐᲠᲒᲔᲑᲚᲝ ᲓᲐ ᲡᲘᲙᲔᲗᲘᲡ ᲛᲝᲛᲢᲐᲜᲘ ᲒᲐᲕᲮᲐᲓᲝᲗ. ალბომი კი ინსტრუმენტული ბალადაა ამ ამბისა, რომლის მიზანია შორეული პერსპექტივით დაგვანახოს საკუთარი თავი და დაგვაფიქროს იმაზე, თუ როგორია ჩვენი როლი ამ სამყაროში, სადაც ვცხოვრობთ და რისი ნაწილიც ვართ.
food-and-drinks

ᲡᲐᲙᲕᲔᲑᲘ

საკვები, რომელიც ერთდროულად ნოყიერი, ჯანსაღი და გემრიელია მთელი დღის განმავლობაში პოზიტიური ენერგიით აგავსებთ.
food-and-drinks

ᲡᲐᲡᲛᲔᲚᲘ

ცოცხალი არომატებით მომზადებული საავტორო კოქტეილები, რომელთა დაგემოვნებას მხოლოდ "სოციალურ სივრცეში" შეძლებთ - ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა. ყველა კოქტეილს უნიკალური დასახელება და ისტორია აქვს, საბოლოოდ კი ისინი საუცხოო არომატებში მოგზაურობას მოგიწყობენ.
სოციალურ სივრცის ღირებულებების ნაწილია მისი პასკეტერიანული სამზარეულო და მიქსოლოგიური ბარი. ორგანული არომატებით გამდიდრებული მენიუ, სწორედ იმ ბუნებისგან იღებს შთაგონებას, რომლის გარემოცვაშიც აგემოვნებთ.
.
შემდეგი სივრცეციცინათელა