SG
ატრაქციონები(34)
ციცინათელების ბორბალი

ციცინათელების ბორბალი

ციცინათელას ზღაპრის მთავარი ატრაქციონი შენც ციცინათელას ზღაპრის მთავარ გმირად გაქცევს. ნელ-ნელა, მაღლა ასვლით ჩვენს ჯადოსნურ სამყაროს ხელის გულზე ხედავ, თითქოს პატარა ჩიტუნა ხარ, რომელმაც ახლახანს საოცნებო ქალაქს გადაუფრინა.
საოჯახო15 GEL
კარუსელი

კარუსელი

შენი ცხენი უკვე შეკაზმული გელოდება საოცრებათა სამყაროში გასაჭენებლად. აქ შეიძლება პატარა კვიცები გაიცნო, ან იუნიქორნსაც კი მოკრა თვალი.
საბავშვო5 GEL
ბუსტერი

ბუსტერი

მზად ხარ ადრენალინის მძლავრი დოზისთვის? ცაში სხვადასხვა მიმართულებით ფრენისთვის? კარგად დაფიქრდი, რადგან ბუსტერი მხოლოდ ყველაზე გამბედავებისთვისაა!
ექსტრემალური25 GEL
ტოპ საქანელა

ტოპ საქანელა

გიგანტური მბრუნავი საქანელა ყველა მიმართულებით ბრუნავს და ყოველ ბრუნვაზე უფრო მაღლა და სწრაფად აყავხარ. იგრძენი პულსის მატება, როცა მბრუნავი რკალი გარშემო გატრიალებს!
ექსტრემალური15 GEL
დიდი ვარდნა

დიდი ვარდნა

თუ ნიუტონის კანონის გამოცდა საკუთარ თავზე გსურს, მაშინ დიდი ვარდნა გელოდება! განიცადე თავისუფალი ვარდნის ექსტრემალური შეგრძნება, რომელიც არასოდეს დაგავიწყდება.
ექსტრემალური15 GEL
მხიარული მატლი

მხიარული მატლი

შემოუერთდი ყველაზე ხალისიან ატრაქციონს, უამრავი მრუდითა და მოსახვევით. ციცინათელას მხიარული მატლი თავს ნამდვილ პეპელად გაგრძნობინებს.
საოჯახო10 GEL
დინოზავრების ტური

დინოზავრების ტური

მზად ხარ დროში სამოგზაუროდ? გაემგზავრე უძველესი თავგადასავლების სამყაროში და პირისპირ შეხვდი დინოზავრებს, რომლებიც ოდესღაც დედამიწას მართავდნენ.
საოჯახო10 GEL
საშინელებათა სახლი

საშინელებათა სახლი

შეაბიჯე სულების სამყაროში, სადაც უცნაური ხმები და მოციმციმე შუქები გაგიკვალავენ გზას. ბნელი დერეფნები და საშიში სიურპრიზები ელოდება მას, ვინც მზად არის ამოუცნობის პირისპირ წარსდგეს. როგორ ფიქრობ ხარ საკმარისად გამბედავი?
საოჯახო10 GEL
ჯუჯების ექსპრესი

ჯუჯების ექსპრესი

ყველანი ბორტზე! სასწრაფოდ ჩახტი მატარებელში, რომელიც მაგიურ მიწებზე გამოგზაურებს, სადაც შეიძლება ჯუჯები გაიცნო და მათი სახლები მოინახულო.
საბავშვო4 GEL
ბეისბოლი

ბეისბოლი

აღმოჩნდი თამაშის შუაგულში! უზარმაზარი ბეისბოლის ხელთათმანის გარემოცვაში თავს ნამდვილ მოთამაშედ იგრძნობ!
ექსტრემალური10 GEL
პატარა ბორბალი

პატარა ბორბალი

მოემზადე ექსტრემალური თავგადასავლისთვის პატარა ბორბალთან ერთად, რომელიც ცაში ტრიალით აგიყვანს და ციმციმა ხედებით დაგატკბობს.
საბავშვო3 GEL
მფრინავი კარუსელი

მფრინავი კარუსელი

დროა ჩიტივით იფრინო! თუ გინდა ყვლეგან მფრინავ ჩიტუნიას დაემსგავსო, მაშინ მიენდე მფრინავ კარუსელს, რომ ახალი თავგადასავლებისკენ გაფრინოს.
საბავშვო5 GEL
სწრაფი მდინარე

სწრაფი მდინარე

მზად ხარ ყვეეეეეელაზე გრანდიოზული დაშვებისთვის ყვეეეეეეეელაზე სწრაფ მდინარეზე? მაშინ შეეჯიბრე მეგობრებს ნაოსნობაში და აქციე ეს ყველაფერი საუკეთესო ზაფხულის თავგადასავლად.
ექსტრემალური16 GEL
ლაბირინთი

ლაბირინთი

თუ გაბედული და ცნობისმოყვარე ხარ, მაშინ ლაბირინთში გეპატიჟებით. როგორ გგონია შეძლებ იპოვო უკან გამოსასვლელი გზა?
საოჯახო6 GEL
სასრიალო

სასრიალო

დაბლა, კურდღლის სოროში! აირჩიე ცისარტყელა და აუყევი გზას ღრუბლებისკენ, იმისთვის რომ სწრაფად დაეშვა საოცრებებით სავსე სოროსკენ. ჩვენი სასრიალო პირველივე ჯერზე შეგიყვარდება და კვლავ მოინდომებ დაბრუნებას!
საოჯახო6 GEL
სუპერ ბრუნვა

სუპერ ბრუნვა

მოემზადე უსასრულო ბრუნვისთვის, რომელიც გრავიტაციას დაგაკარგვინებს და უწყვეტ წრეზე ინტენსიურად გაბრუნებს.
ექსტრემალური7 GEL
სუპერ ტვისტერი

სუპერ ტვისტერი

მოემზადე ცისარტყელასთან ერთად ადრენალინით და საოცრებებით სავსე მოგზაურობაში გასამგზავრებლად და გადმოხედე ციცინათელას პარკს ცისარტყელის ყველაზე მაღლა მდებარე ფერიდან.
ექსტრემალური10 GEL
კოშკისკენ ფრენა

კოშკისკენ ფრენა

მოემზადე სულ მაღლა, კოშკისკენ საფრენად, უკან დასაბრუნებლად კი პრინცესას დაწნული თმა გამოიყენე.
საოჯახო6 GEL
მოციმციმე ქალაქი

მოციმციმე ქალაქი

მოციმციმე ქალაქის - ფერადი, მხიარული სამყარო ჩვენი ყველაზე პატარა ცნობისმოყვარეებისთვისაა შექმნილი! რბილი სათამაშო ზონები და უამრავი სახალისო აქტივობა ელოდება აქ პატარა თავგადასავლების მოყვარულებს.
საოჯახო6 GEL
ცეკვის ვარსკვლავი

ცეკვის ვარსკვლავი

მზად ხარ გახდე ცეკვის ვარსკვლავი? ეს ატრაქციონი მოცეკვავეთა დასის წევრად გაქცევს და შენთვის აქამდე უცნობი ილეთებით აგამოძრავებს.
ექსტრემალური6 GEL
ბატუტი

ბატუტი

იხტუნე მაღლა და მაღლა ცის მიმართულებით. ჩვენს ბატუტზე ისეთი შეგრძნება დაგეუფლება თითქოს ეს ეს არის გადაუფრინე ღრუბლებს და ცისარტყელას ყველაზე მაღალ წერტილზე მოკალათდი.
საბავშვო6
სუპერ ტელეკომბატი

სუპერ ტელეკომბატი

თუ ღრუბლებზე დაკვირვება გიყვარს ცაში სუპერ ტელეკომბატი აგწევს და იქნებ ცისარტყელას პოვნაშიც დაგეხმაროს.
საოჯახო10 GEL
მფრინავი სპილო

მფრინავი სპილო

გინახავს ოდესმე მფრინავი სპილო? თუ არა, მაშინ ეს შენი შესაძლებლობაა მოხვდე ჯადოსნურ სამყაროში, სადაც ყველა სპილო დაფრინავს, თან ერთმანეთს სიმაღლეზე ფრენაში ეჯიბრება.
საოჯახო7 GEL
კონვოი როდეო

კონვოი როდეო

აირჩიე მანქანა, რომლითაც თავგადასავალში გასეირნება გინდა. ამ თავგადასავალში ბევრი სიცილი და მხიარულება გელოდება.
საბავშვო4 GEL
ნავები

ნავები

ჩვენი ჯადოსნური ნავები წყლის ნაცვლად ცაში დაცურავენ და თევზების ნაცვლად ვარსკვლავების ამბებს ყვებიან.
საოჯახო4 GEL
კარტინგები

კარტინგები

დაძარი ძრავი და შეუერთდი რბოლას! შეეჯიბრე ოჯახს, ან მეგობრებს უსაფრთხო, მაგრამ ადრენალინით სავსე რბოლის ტრასაზე.
საოჯახო20 GEL
წყალქვეშა მოგზაურობა

წყალქვეშა მოგზაურობა

მზად ხარ წყალქვეშა თავგადასავლისთვის? მაშინ გაემგზავრე 80 000 კილომეტრი წყალქვეშ და ზღვის ჯადოსნური საიდუმლოებები ამოხსენი.
საოჯახო4 GEL
ბოულინგი

ბოულინგი

ბოულინგის ოთახს ნებისმიერ ამინდში შეგიძლია ეწვიო. გააყოლე თვალი ბოულინგის ბილიკებს და დაუმიზნე პირდაპირ სტრაიკს. შეეჯიბრე მეგობრებს ან ოჯახის წევრებს, ვინ უფრო მეტ კეგლს წააქცევს პირველ ჯერზე.
საოჯახო30-50 GEL
კამიკაზე

კამიკაზე

შეეგებე ცას, იტრიალე და იგრძენი გულისცემის გახშირება. იფრინე უფრო და უფრო მაღლა დაუვიწყარი შეგრძნებებისთვის.
ექსტრემალური15 GEL
მაგიური თვითმფრინავი

მაგიური თვითმფრინავი

თუ ერთხელ მაინც გიფიქრია მფრინავი ყოფილიყავი, მაშინ აუცილებლად სცადე ჩვენი ჯადოსნური თვითმფრინავი და თავად მართე შენი მაგიური საფრენი აპარატი.
საოჯახო5 GEL
ჯინის მაგიური წრე

ჯინის მაგიური წრე

თუ ოდესმე გიოცნებია გეფრინა ჯადოსნური ხალიჩით, მაშინ ჩვენს ჯინებს მიენდე, რომლებიც მზად არიან შენი ოცნება აასრულონ და სრულიად ახალ სამყაროში გამოგზაურონ.
საბავშვო3 GEL
ზარმაცი მდინარე

ზარმაცი მდინარე

თუ ძალიან დაგცხა, მაშინ საუკეთესო გამოსავალია მდინარის ტალღებთან ერთად გაგრილდე. გაუყევი მის მშვიდ დინებას მეგობრების, ან ოჯახის წევრების გარემოცვაში.
საოჯახო6 GEL
ბამპერიანი მანქანები

ბამპერიანი მანქანები

Ready for some friendly collisions? Grab the wheel, buckle up, and bump your way through this fun-filled car ride - laughter guaranteed.
საოჯახო15 GEL
მინი ბამპერიანი მანქანები

მინი ბამპერიანი მანქანები

როგორც კი მანქანაში ფეხს ჩადგამ, მაშინვე უშიშარ მძღოლად იქცევი და ჯადოსნური ზღაპრის სამყაროსკენ გაუყვები გზას.
საბავშვო5 GEL
იმოგზაურე ზღაპარში უსაფრთხოდ
ციცინათელას ზღაპრულ გარემოში თქვენი უსაფრთხოება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. რისთვისაც ყველა ატრაქციონი მუდმივად მოწმდება და მათ სადარაჯოზე საერთაშორისო სტანდარტებით შერჩეული გუნდი დგას. ზღაპარში სტუმრობა სრულყოფილი რომ იყოს, გთხოვთ გაეცნოთ და დაიცვათ ჩვენი უსაფრთხოების გაიდლაინი.