ღონისძიებები
მენიუ
ეკოსისტემა
STARRING GEORGIA
SG
საქართველო მინიატურებში
ნარიყალა და აბანოთუბანი
ნარიყალა: ერთ-ერთი უძველესი ციხესიმაგრე, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს. აბანოთუბანი: თბილისის დაარსების ისტორია სწორედ ამ ადგილს და ბუნებრივად ცხელი, მინერალური წყლის აბანოებს უკავშირდება.
მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარი
თბილისში, ავლაბარში მდებარე ტაძარი, რომელიც XIII საუკუნეში მეფე დემეტრე II თავდადებულმა ააშენა.
მთაწმინდის ფუნიკულიორის ზედა სადგური
თბილისში, მთაწმინდაზე მდებარე უძველესი სამთო-საბაგირო რკინიგზის ზედა სადგური, რომელიც 1938 წელს აშენდა და 727 მეტრზე მდებარეობს.
თბილისის ქარვასლები
უძველესი სავაჭრო უბანი თბილისში, რომელიც ძველი ქალაქის სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა. შემორჩენილ ქარვასლათაგან უძველესი მე-17 საუკუნით თარიღდება.
მეფისნაცვლის სასახლე
მე-19 საუკუნეში გერმანელი არქიტექტორის თაოსნობით შექმნილი შენობა, რომელიც თბილისში მდებარეობს და დღეს ახალგაზრდობის სასახლეა.
პეტრე და პავლე მოციქულთა ეკლესია
1870-იან წლებში ნეოგოთიკური და კლასიცისტური დეტალებით აშენებული კათოლიკური ეკლესია თბილისში, დახვეწილი და გამორჩეული არქიტექტურით.
სურბსარქისი (ეჩმიაძინი)
თბილისში, ავლაბარში მდებარე მე-19 საუკუნის სომხური არქიტექტურის ნიმუში, რომელიც სომეხი ლტოლვილების მიერ აშენებული ეკლესიის გაფართოების შედეგად შეიქმნა.
ქსნის ერისთავის ციხე-დარბაზი
ახალგორში მდებარე ქსნის ერისთავების რეზიდენცია. არქიტექტურული ძეგლი აგებულია XVII საუკუნის პირველ ნახევარში.
შატილი
ქართული სამშენებლო ხელოვნების ერთ-ერთი უნიკალური ძეგლი — კლდეზე შეფენილი სოფელი, რომელიც ერთდროულად საცხოვრებელიც იყო და ციხესიმაგრეც.
ქსნის ციხე
აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე შუა საუკუნეების ციხესიმაგრე, საიდანაც მნიშვნელოვანი სტრატეგიული გზა კონტროლდებოდა.
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი
ქალაქ მცხეთაში მდებარე მთავარი საპატრიარქო საკათედრო ტაძარი, სადაც დაკრძალულია უფლის კვართი და წმ. ელია წინასწარმეტყველის მოსასხამი.
სამთავისის ტაძარი
1030 წლით დათარიღებული ქართული, მართლმადიდებლური, ჯვარგუმბათოვანი ტაძარი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში.
მცხეთის ჯვრის მონასტერი
მცხეთის აღმოსავლეთით, კლდოვანი მთის წვერზე აღმართული ტაძარი, სადაც ქართული ასომთავრული დამწერლობის ერთ-ერთ უძველეს ნიმუშს შეხვდებით.
ანანურის ციხე
საქართველოს გვიანფეოდალური ხანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი, რომელიც საკულტო, სამხედრო და საერო დანიშნულების ძეგლებს აერთიანებს.
გერგეთის სამება
ხუროთმოძღვრული კომპლექსი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე.
მუხრანბატონის სასახლე
მდიდარი ქართველი მემამულის, ივანე მუხრანბატონის სასახლე სოფელ მუხრანში — აგებულია XIX საუკუნის მეორე ნახევარში.
კაცხის მონასტერი
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხში მდებარე მაცხოვრის შობის სახელობის ტაძარი, რომელიც ცნობილმა ქართველმა ფეოდალებმა, ბაღვაშებმა X-XI საუკუნეების მიჯნაზე ააშენეს.
გელათის კომპლექსი
ქუთაისთან მდებარე ტაძარი შუა საუკუნეების საქართველოს კულტურის ცენტრი იყო. გელათი უდიდესმა ქართველმა მეფემ, დავით აღმაშენებელმა ააგო, რომელიც მთავარ შესასვლელშია დაკრძალული.
ქუთაისის დრამატული თეატრი
ქუთაისის უდიდესი და უმთავრესი თეატრის შენობა, რომელიც 1955 წელს ოფიციალურად გაიხსნა. ის 16 წლის განმავლობაში შენდებოდა.
უბისის მონასტერი
იმერეთში მდებარე უბისის სამონასტრო კომპლექსი, რომლის მშენებლობას IX საუკუნეში საფუძველი ჩაუყარა ცნობილმა მწიგნობარმა და საეკლესიო მოღვაწემ, გრიგოლ ხანძთელმა.
კაცხის სვეტი
კირქვის 40-მეტრიანი და მრავალსაუკუნოვანი სვეტისებრი კლდე, რომელიც აერთიანებს როგორც უნიკალურ გეოლოგიურ ფორმაციას, ისე — ქრისტიანულ სალოცავს.
ნიკორწმინდის ტაძარი
ეროვნული ხუროთმოძღვრების შედევრად მიჩნეული ეს ტაძარი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდაში მდებარეობს. აშენებულია 1010-1014 წლებში, ბაგრატ III-ის ბრძანებით.
ბაგრატის საკათედრო ტაძარი
შუასაუკუნეების ქართული საეკლესიო არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლი ბაგრატ III-მ 1003 წელს ქუთაისში ააგებინა. ის ისტორიული და სიმბოლური მნიშვნელობითაც გამორჩეულია.
ონის სინაგოგა
1895 წელს ეკლექტიზმის სტილში აგებული სინაგოგა საქართველოში არსებულ სინაგოგებს შორის სიდიდით მესამე ადგილს იკავებს და ონში მდებარეობს.
დადიანების სასახლე
სამეგრელოს მთავრების, დადიანების ყოფილი რეზიდენცია, რომელიც დღეს ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმია. მის ფონდებში 50 000-მდე ექსპონატია დაცული.
ხერთვისის ციხე
მაღალკლდოვან მთაზე მდებარე შუა საუკუნეების ციხესიმაგრე ჯავახეთში, სოფელ ხერთვისში. სტრატეგიული ადგილმდებარეობის გამო, ციხესიმაგრე ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.
ლიკანის სასახლე
იგივე რომანოვების სასახლე — დიდი მთავრის, ნიკოლოზ რომანოვის საზაფხულო რეზიდენცია ლიკანში, აშენდა 1892-1895 წლებში.
მარტვილის მონასტერი
მარტვილში მდებარე ადრეული შუა საუკუნეების ამ ქრისტიანულ ტაძარში მოღვაწეობდა არაერთი ცნობილი მწიგნობარი და ინახებოდა არაერთი უნიკალური ხელნაწერი.
უშგული და ჩაჟაში
უშგული: სვანეთში მდებარე უშგულის თემი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ დასახლებად მიიჩნევა — მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 2200 მეტრამდეა. ჩაჟაში: ჩაჟაში უშგულის თემის ერთ-ერთი სოფელია, რომელიც მუზეუმადაა ქცეული და მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეყვანილი.
ბიჭვინთის ტაძარი
ბიჭვინთაში მდებარე X საუკუნის ეს ტაძარი, საქართველოს სხვა ძეგლებისაგან განსხვავებით, ბიზანტიური სტილის შენობას ჰგავს.
სენაკის თეატრი
ბაროკოს სტილში შესრულებული სენაკის დრამატული თეატრის შენობა 1955–1959 წლებში აშენდა და რეგიონული კულტურის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.
შემოქმედის მონასტერი
შუა საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი გურიაში, სოფელ შემოქმედში მდებარეობს. ის საუკუნეთა განმავლობაში იყო გურიის მთავრების, გურიელების საგვარეულო სამარხი.
სხალთის ტაძარი
XIII საუკუნის ეკლესია აჭარაში, სოფელ ყინჩაურში. სხალთის მთავარ ტაძარს ორი მხრიდან ერტყა კარიბჭე.
ბათუმის წმ. ნიკოლოზის ეკლესია
ბათუმში მდებარე არქიტექტურულად გამორჩეული ეს ეკლესია XIX საუკუნით თარიღდება. ერთხანს ის ერთადერთი მართლმადიდებლური ეკლესია იყო ბათუმში.
ბათუმის ღვთისმშობლის ეკლესია
XIX საუკუნის მეცენატმა და მეწარმემ, სტეფანე ზუბალაშვილმა მხატვრები და არქიტექტორები იტალიიდან მიიწვია, რათა დედის ხსოვნისთვის ასეთი ეკლესია მიეძღვნა.
წუნდის ეკლესია
წუნდის წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია ყოფილი საეპისკოპოსო საკათედრო ტაძარია, რომელიც XII–XIII საუკუნეებში ტერასებით გარშემორტყმულ კლდოვან ბაქანზეა აგებული.
ახალციხე (რაბათის) ციხე
ახალციხეში მდებარე მრავალფენოვანი ციხესიმაგრე, სადაც ერთად თანაარსებობს ქრისტიანული ტაძარი და მეჩეთი.
დმანისის ნაქალაქარი
ქართული სახელმწიფოებრიობის აკვანი ქვემო ქართლში, სადაც აღმოჩენილია ჰომინიდების უძველესი ნაშთები და შუა საუკუნეების ქალაქური სტრუქტურა.
უფლისციხე
გორის მუნიციპალიტეტში მდებარე კლდეში გამოკვეთილი ქალაქი, რომელიც სავაჭრო გზის პირას მდებარეობდა და საუკუნეების განმავლობაში რელიგიურ თუ სავაჭრო კერას წარმოადგენდა.
საფარის მონასტერი
სამცხე-ჯავახეთში მდებარე შუა საუკუნეების ქართული მონასტერი, რომელიც სამცხის მფლობელ ჯაყელთა ერთ-ერთი რეზიდენცია იყო. დაარსებულია არაუგვიანეს X საუკუნისა.
ბოლნისის სიონი
V საუკუნის ბაზილიკა ბოლნისში, ქართული წარწერის უძველესი ნიმუშითა და ადრექრისტიანული ხუროთმოძღვრების გამოკვეთილი იდენტობით.
გორის ციხე
კლდოვან გორაკზე გაშენებული უძველესი ციხესიმაგრე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იცავდა შიდა ქართლს.
მანგლისის სიონი
ქართული მართლმადიდებლური საკათედრო ტაძარი მანგლისში, ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლი.
იკორთა
შიდა ქართლის ხეობაში შეფენილი გუმბათოვანი ტაძარი აგებულია 1172 წელს. მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიაში.
ნეკრესის მონასტერი
კახეთში მდებარე ერთ-ერთი უძველესი საეკლესიო კომპლექსი, რომელიც ტყით შემოსილ ფერდობზე მდებარეობს მოიცავს IV საუკუნიდან მოყოლებული სხვადასხვა პერიოდის ნაგებობებს.
ვაშლოვანის კოშკი („სალხინო“)
1811 წელს ვაშლოვანში კოშკი არა საბრძოლო, არამედ გასართობი დანიშნულებით ააშენეს; სახელიც შესაბამისი ეწოდა — „სალხინო“
გრემი
ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი სოფელ გრემის სამხრეთით, მაღალ გორაკზე მდებარეობს. ის 1565 წელს ააგო კახთა მეფე ლევანმა.
კვეტერა
კახეთში მდებარე ისტორიული ციხე-ქალაქი, რომლის შემადგენლობაშიც შედის: შიდა ციხე, ქვედა ციხე, გალავანი, სასახლე, დარბაზული ეკლესია და გუმბათოვანი ეკლესია.
გურჯაანის ყველაწმინდა
VIII-IX საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლი და ერთადერთი ორგუმბათიანი ტაძარი საქართველოში.
ალავერდის ტაძარი
ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო ნაგებობა საქართველოში, რომლის სიმაღლე 50 მეტრს აღემატება. მდებარეობს კახეთში.
წინანდლის სასახლე
წინანდლის სამუზეუმო კომპლექსი — ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, წინანდლის ულამაზესი ბაღი და მე-19 საუკუნის უნიკალური ღვინის მარანი.
ელიას მონასტერი
ელიას მონასტერი მდებარეობს კახეთში, ორმწვერვალიან კირქვის მთაზე, სადაც ტაძარი მე-6 საუკუნიდან არსებობს.
დავით გარეჯის ლავრა
ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, რომელიც VI საუკუნიდან მოყოლებული ქართული სულიერების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კერას წარმოადგენს.
საავტომობილო გზების სამინისტროს ყოფილი შენობა
შენობა 1975 წელს აშენდა და მისი ორიგინალური ფორმით, მრავალი სტანდარტული კლიშე დაამსხვრია გვიანდელ საბჭოთა არქიტექტურაზე.
ვარძია
კლდეში ნაკვეთი ქალაქი, XII-XIII საუკუნეების ქართული მხატვრული კულტურის ძეგლი.
ნოქალაქევი
მნიშვნელოვანი ქართული ციხე-ქალაქი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოში.
გამოიწერეთ სიახლეები
გამოწერა