SG

გაიცანით ჩვენი

ლიდერშიფ თიმი

ამიკო ჯანელიძე-image

ამიკო ჯანელიძე

Chairman of the Board
ამიკო ჯანელიძის სახელი ქართული მუსიკის ინდუსტრიაში 20 წელზე მეტია ცნობილია. ჯერ კიდევ 90იან წლებში, მაშინ როდესაც ქართული ჰიპ-ჰოპ კულტურა იქმნებოდა, მისი ერთ-ერთი მთავარი პიონერი ამიკო ჯანელიძე იყო, რომელმაც 2000-იანი წლებიდან კარიერა მუსიკალური პროდუსერობით გააგრძელა. დღეს კი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური გამოცდილებების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია. ამიკო ჯანელიძე Black Sea Arena-ს განვითარების ხელმძღვანელად 2019 წელს დაინიშნა. სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული Starring Georgia-ს ინიცირებაც, რომლის განვითარებაშიც 2021 წლიდან იღებს მონაწილეობას. ამიკო ჯანელიძე Starring Georgia-ს ეკოსისტემის სხვა მნიშვნელოვანი პროექტების ინიციატორიცაა, როგორებიცაა: სოციალური სივრცე, ჰორიზონტი და ჰეკატეს ბაღი.
ციცი იაშვილი-image

ციცი იაშვილი

Creative Chairwoman of The Board
ციცი იაშვილის გასართობ ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება უკვე 20 წელს ითვლის. მის სახელთან არის დაკავშირებული არაერთი მასშტაბური არტისტის ჩამოყვანა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საქართველოში მუსიკალური ინდუსტრია ჯერ კიდევ პირველ ნაბიჯებს დგამდა. სანამ Black Sea Arena-ს პროექტების ხელმძღვანელი გახდებოდა ქვეყნის არაერთი მნიშვნელოვანი ფესტივალისა თუ ღონისძიების სულისჩამდგმელი იყო, რომლებიც საქართველოში პირველად განხორციელდა და ერთგვარ რევოლუციურ ხასიათს ატარებდა. ციცი იაშვილი Black Sea Arena-ს პროექტების ხელმძღვანელად 2019 წელს დაინიშნა და Starring Georgia-ს პროექტის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი გახდა 2023 წელს. ციცი იაშვილის სახელთან არის დაკავშირებული Starring Georgia-ს ეკოსისტემის სხვა მნიშვნელოვანი პროექტების ინიცირებაც, როგორებიცაა: სოციალური სივრცე, ჰორიზონტი და ჰეკატეს ბაღი.

სოციალური გავლენა

ბილეთები

კონცერტები

შემოუერთდით ჩვენს გუნდსდაათვალიერეთ ვაკანსიები