იოჰან სებასტიან ბახი ბაროკოს ეპოქის გერმანელი კომპოზიტორი და მუსიკოსია, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს კომპოზიტორად მიიჩნევა. ბახი აიზენახში, მუსიკოსის ოჯახში დაიბადა. იმის გამო, რომ 10 წლის ასაკაში დაობლდა, მისი აღზრდა უფროსმა ძმამ, იოჰან კრისტოფ ბახმა იკისრა, რის შემდეგაც მან მუსიკალური განვითარება ლიუნებურგში განაგრძო, სადაც ლიუნებურგის წმ. მიხეილის ეკლესიის გუნდის წევრი გახდა. 1703 ვაიმარის ჰერცოგმა იოჰან ერნესტმა ბახმა თავის კარზე მიიწვია სამუშაოდ, მაგრამ იმავე წელს იგი ვაიმარიდან არნშტადტში გადავიდა და ერთ-ერთი ახალი ეკლესიის ორღანისტი გახდა. სწორედ აქ შექმნა მან თავისი პირველი თხზულებები, რომელთა შორის საინტერესოა იუმორით აღსავსე „კაპრიჩო საყვარელი ძმის გამგზავრების გამო“ (1704).