SG
[ Back to all miniatures ]

St. Peter and St. Paul’s Church

gallery image
The Catholic Church in Tbilisi, built in the 1870s with Neo-Gothic and Classical details, is distinguished by its refined and remarkable architecture. Construction began in 1870 and continued until 1877. The building’s architect was Albert Zaltsman.


1870-იან წლებში ნეოგოთიკური და კლასიცისტური დეტალებით აშენებული კათოლიკური ეკლესია თბილისში, დახვეწილი და გამორჩეული არქიტექტურით. ეკლესიის მშენებლობა 1870 წელს დაიწყო და 1877 წლამდე გაგრძელდა. შენობის არქიტექტორია ალბერტ ზალცმანი.

იცოდით თუ არა, რომ...

1. ეკლესიის ეზოში შესასვლელის თავზე ქართული წარწერაა (აქვეა რუსული წარწერაც), რომელიც გვამცნობს:
„გალავანი ესე აგებულ არს 1891 წელსა. წარსაგებელითა მიხეილ, პავლე, ნიკოლოზ და დედისა მათისა მარიამ ჯიმშეროვებისათა საუკუნო სახსენებლად ქრისტეს მოყვარე შემწირველისა მამისა და მეუღლის ივანე პეტრეს ძე ჯიმშეროვისა.“